saqarTvelos mRvimeebi - xoijgeTis Saxti

 

კარსტული წარმონაქმნი მთა აჟამგვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე გურლიფშის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 670 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შახტი იწყება უწესო ფორმის ნახვრეტით, რომელიც სწრაფად განიერდება. საწყისი ვერტიკალური მონაკვეთის სიღრმე 50 მ-ია. შემდეგ მნიშვნელოვანი დახრილობით ვრცელდება და 70 მ სიღრმეზე ჰორიზონტალურფსკერიან გვირაბში გადადის.

მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ჭერისა და კედლების ნგრევის პროდუქტები და ღვარებით ჩატანილი მასალა. ჰავა დინამიურია. უფსკრულში გამდიანრე მიწისქვეშა ნაკადი აჩენსა პატარა ჩანჩქერებსა და ტბებს.